Slider

Powered by Blogger.
ბოლო სიახლეები

უკრაინელი გოგონა ქართული სიმღერით


"X ფაქტორი" ის რაც ეთერში არ მოხვდა. (ვიდეო)



"X ფაქტორი" ის რაც ეთერში არ მოხვდა. (ვიდეო)

იქს ფაქტორი: ის რაც ეთერში არ გავიდა. (ვიდეო)

იქს ფაქტორი: ის რაც ეთერში არ გავიდა. (ვიდეო)


გააგზავნეთ მესიჯი უფასოდ და გაეხუმრეთ მეგობრებს

გააგზავნეთ მესიჯი უფასოდ და გაეხუმრეთ მეგობრებს

გააგზავნეთ მესიჯი ნებისმიერი სახელით

გააგზავნე SMS-ი სასურველი ტექსტითა და საფირმო სახელწოდებით

Skype-ის თანამედროვე გმირი

Skype-მა ახალი ისტორია გამოაქვეყნა, ამჯერად ისტორიის გმირი ეროვნებით რუსი, ცხოველების დეტექტივია, რომელსაც დაკარგული ცხოველის პატრონები Skype-ის საშუალებით ეკონტაქტებიან, აწვდიან მას ცხოველის შესახებ ინფორმაციას, სურათებს. ვიდეოში მოთხრობილია მთლიანი პროცესი და ქმედებები, თუ როგორ ,რა საშუალებით ეძებს დეტექტივი ცხოველებს და მისი მეთოდები, რომელიც ყოველთვის ამართლებს. ეს  არ არის მხოლოდ საქმიანობა, ეს ამ ადამიანის  ცხოვრების წესია, ბედნიერია  მომენტით,როცა უბრუნებს დაკარგულ ცხოველს პატრონს.
იმისთვის რომ თავი გმირად იგრძნო, სულაც არაა აუცილებელი სამყარო გადარჩინო,საკმარიასია  იპოვო დაკარგული ცხოველი და დაუბრუნო პატრონს  !

Coca-Cola-ს ბოთლი 100 წლისაა !

ჩვენი Coca-Cola-ს ბოთლი 100 წლისაა. ბედნიერება, რომელიც ბოთლებით იყიდება და რომელსაც მუქი წითელი ფერი აქვს უკვე 100 წელია ჩვენს გვერდითაა, ჩვენთან ერთად იზრდება და იხვეწება. ნომერ პირველი გაზიან სასმელს უკვე ასწლოვანი ისტორია აქვს და ამ წლების მანძილზე მან მოიარა მსოფლიო, ესტუმრა ყველა ეროვნებისა და წარმომავლობის ადამიანს და არამარტო ესტუმრა, არამედ შეაყვარა თავი მათ და გახდა ოჯახის წევრი. კოკა-კოლას ბრენდი ყველა დროის ყველაზე ცნობადი ბრენდია. მის წარწერას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სცნობენ.
მე-100 დაბადების დღის აღსანიშნავად გადაღებულ ვიდეოში Coca-Cola კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ეს უალკოჰოლო, გამაგრილებებლი სასმელი აიერთიანებს მსოფლიოს და ანიჭებს მას ბედნიერებას !

სად გავერთოთ დასვენების დღეებში? პასუხი აქ არის

თქვენი არ ვიცი. მე კი ორშაბათს 9 საათიდან მოყოლებული მეგონა რომ მეორე დღე პარასკევი გათენდებოდა. ასე, რომ უკვე მართალ, ნამდვილ და ჩემ საყვარელ პარასკევს ბევრ რამეს ვაპირებ და თქვენც გთავაზობთ გასართობად რამდენიმე კარგ ადგილს. შაბათ-კვირის ივენთებით დიდად განებივრებულები არ ვართ. თუმცა რამდენიმე კარგი ამბავი შაბათსაც ხდება. კვირის გართობაზე ქართველები ნელ-ნელა უარს ამბობენ და ეს ღონისძიებების სიმცირეზე უკვე დიდი ხანია აისახა. ასე რომ კვირას სახლში დაისვენეთ, ან სპორტდარბაზში. თუ კარგი ამინდი იქნება იპოდრომზე წადით და ცხენს მოახტით. რაც შეეხება პარასკევს და შაბათს, შემდეგ ივენთებზე შეგვიძლია წავიდეთ მარტოები თუ მეგობრებთან ერთად

პარასკევი (27 თებერვალი)

9ca31c291f579bf2865a68bfa827abfd
ქართული X-ფაქტორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შემსრულებლის და ძალიან კარგი მუსიკოსის მებო ნუცუბიძის მუსიკალური ლაივ საღამო Raven Studio-ში (ფხოვის ქ. 2) დღეს 20:00 საათზეა. ბილეთის ფასი 5 ლარია. მებოც და Bearfox-იც ვიცი ბევრს გიყვართ. თუ ბოლომდე შემოგიტევთ ნისლიანი განწყობა, მებოს მუსიკა ყველაზე მაგრად გაგისწორდებათ.
11004579_438443799663108_3033168324330003491_o
Riffer-ში (რუსთაველის 28) საღამოს 8 საათიდან სალიო & მეგობრები შექმნიან კარგ განწყობას. ბილეთის ფასი ოდნავ მაღალი კი არის (10 ლარი), თუმცა სანაცვლოდ იმდენ დადებით ენერგიას და ღიმილს მიიღებთ, ნამდვილად არ დაგენანებათ გადახდილი თანხა. რაც მთავარია რიფერში ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელი ძვირი ნამდვილად არ ღირს. ასე, რომ გაიმეტეთ ცოტა ფული და იყიდეთ მხიარული საღამო.
karaoke_2323776b

Makulatura Bar-ში (იაკობ ნიკოლაძის 4, ფიქრის გორაზე) საღამოს 21:00 საათიდან კარაოკე ფართი გელით. რამდენიმე ჭიქა დალიეთ და დარწმუნდებით, რომ თქვენ გენიალური მომღერალი ხართ.

შაბათი (28 თებერვალი)

10873566_462834030533675_6892665912339157580_o
შაბათიდან გიჟმაჟი, იდეინი და კარგი დიზაინერის Nancy Woland-ის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. როგორც ნენსიმ თვითონ დაანონსა “ზამთრის ბოლო და გაზაფხულის პირველ დღეს” შეგიძლიათ დაათვალიეროთ სურათები, თუ მოგეწონებათ შეუკვეთოთ ნენსის და თქვენ მართლაც ორიგინალურ შესრულებას მიიღებთ. მე გამიკეთა ერთხელ მაისური Maxi Jazz-ის გამოსახულებით. რა იცით და იქნებ მალე ნენსი ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად იქცეს. გამოფენა საღამოს 19:00 საათზე იხსნება.
10985508_1537977586462585_7876438839648337411_n
BASSIANI-მა გადაწყვიტა ზამთრის სეზონი ძლიერი დარტყმით დაემთავრებინა და 28 თებერვალს, საღამოს 11 საათიდან ევროკავშირი შემოყავს თბილისში, კონკრეტულად კი რიყეზე. ტექნო მუსიკის მოყვარულებს ეს შანსი დიდ ხანს აღარ გექნებათ. თქვენთვის ბერლინელი DJ და ტექნოს ბაბულიკა Ben Klock დაუკრავს. მას შეცვლის იტალიერი DJ Fabrizio Lapiana.  საღამოს ვიზუალურ გაფორმებაზე კვლავ ჯარამ იზრუნა. ბილეთის ფასი ადგილზე 40 ლარი იქნება. მაგრამ არ შეშინდეთ. ეს ის თანხაა, რომლის “გასროლაც” საბოლოოდ არ დაგენანებათ. რაც მთავარია, ალკოჰოლური სასმელები ადგილზე ძალიან იაფია.
11025735_918221204868794_5628021973382656750_n
SALVE-ში შაბათს ბედინა “მუზიკანტობს”. ეს სიტყვა არ ეწყინოს, ის მართლაც კარგი მუსიკოსია. ჰიტები და კიდევ ბევრი კარგი რამ… ესეც კარგი ივენთი ჩანს. საღამოს 10 საათიდან ლესელიძის 25 ნომერში იმედი მაქვს, რომ მეზობლებს არ დავაძინებთ და მაგრად გავერთობით.

კვირა (1 მარტი)

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, სააკაძის მოედანზე, 5-იდან 8 საათამდე საინტერესო ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება. “მე კუბა”  – ასე ჰქვია მიხეილ კალატოზიშვილის ფილმს, რომელიც პირველად ეკრანებზე 1964 წელს გამოვიდა. მაშინ ეს ფილმი, როგორც ბევრი სხვა მიწის ქვემოთ ჩაუშვეს და იქ ჰქონდათ გამოკეტილი. მარტინ სკორსეზე ამ ფილმის შესახებ ამბობს, რომ ის საუკეთესო საბჭოთა ნიმუშია.”მე კუბა” 4 პატარა და განსხვავებული ამბავისგან შემდგარი ბრწყინვალე ისტორიაა კუბაზე,როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანაზე. ფილმში კარგად არის ასახული კუბელების სოციალური მდგომარეობა და მათი განწყობები. ასევე გამოსარჩევი არის ,სერგეი ურუსევსკის საკულტო კამერის მოძრაობები და გარემო,სადაც ვიზუალი ჰარმონიულად ერწყმის პერსონაჟის შინაგან სამყაროს.ფილმი ისეთი ცნობილი რეჟისორების ინსპირაცია ყოფილა,როგორებიც არიან-პოლ ტომას ანდერსონი,კვენტინ ტარანტინო,ჯუზეპე ტორნატორე,რიჩარდ ლინკლეიტერი,სპაიკ ლი და სხვები.
10944712_839327739439619_3026439157413642334_n
Raven Studio ბარში კვირას საღამოს, 19:00 საათიდან საქველმოქმედო კონცერტს ერეკლე დეისაძე, დაგდაგანი და თეთრი ბილეთი გამართავს. კონცერტი მძიმე ავადმყოფის დასახმარებლად კეთდება, რომელსაცმოტონეირონის დაავადება სჭირს. ბილეთის ფასი 7 ლარია. საღამო ცუდი ნამდვილად არ იქნება. შეეცადეთ, წამოხვიდეთ აქ, თან გავერთოთ და თან დავეხმაროთ.
 
Copyright © 2015. I-INTERES NEWS